Jump to content
Planeta.Ge

„იმედი“ ჟურნალისტმა თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა


ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად დაუდასტურა.

„მედიაჩეკერის“ მასალაში არაფერია ნათქვამი არხის დატოვების მიზეზზე.

თიკო ფეიქრიშვილს „იმედზე“ შუადღის გადაცემა „იმედის დღე“ მიჰყავდა.

ეს გადაცემა თიკო ფეიქრიშვილამდე დატოვეს სხვა წამყვანმაც, ეკა ამირეჯიბმა.

მასთან ერთად არხზე დილის გადაცემა „იმედის დილა“ დატოვეს ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა.

„იმედის“ დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა „ქრონიკის“ ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემაც. მან არხის დატოვების მიზეზად დაასახელა, რომ ხელმძღვანელი მისგან ძალადობის წამახალისებელი სიუჟეტის მომზადებას მოითხოვდა.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...