Jump to content
Planeta.Ge

მესამე ქვეყანამ გაიწვია ხელმოწერა მშვიდობის სამიტის კომუნიკედან


ერაყისა და იორდანიის შემდეგ, რუანდამ გაიწვია ხელმოწერა უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკედან.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელმომწერთა სია 17 ივნისს განახლდა.

ამასთან, სიაში დამატებულია მსოფლიო საპატრიარქო, რომელიც 16 ივნისის მდგომარეობით იქ არ იყო.

15-16 ივნისს შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტში 90-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. ორდღიანი დისკუსიის შემდეგ 80-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს, რომელსაც საქართველოც აწერს ხელს. მოგვიანებით, ერაყმა და იორდანიამ საკუთარი ხელმოწერები გაიწვიეს.



პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...