Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდის სტრატეგიაა, რომ „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ ამ არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ - „ლელოს“ წარმატებები, ვუსურვებ, ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“


ახალი ჩვენს პოზიციასა და გიორგი გახარიას განცხადებაში არაფერი არ იყო - „ლელოს“ წარმატებები! ვუსურვებ, რომ ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათი სტრატეგიაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ.

ბუჩუკურის განმარტებით, ამისთვის მათი გუნდის გაძლიერების გარდა მნიშვნელოვანია, რომ სხვა ისეთი პარტიებიც გაძლიერდნენ, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ან „ქართულ ოცნებასთან“ არ იქნებიან აფილირებული.

„ახალი ჩვენს პოზიციასა და გიორგი გახარიას განცხადებაში არაფერი არ იყო. რამდენიმე დღის წინ, რაც მან ინტერვიუში თქვა, არაერთხელ უთქვამს პერსონალურად. ჩვენი გუნდიც პოზიციაც იცით, რომ „ლელოს“ მუდმივად წარმატებას ვუსურვებთ. ასევე, ვუსურვებთ, რომ გადალახოს ბარიერი ისე, რომ არ „განაცდეს“. ჩვენი გუნდის სტრატეგიაა, რომ „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ ამ არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ და ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის გაძლიერების გარდა მნიშვნელოვანია, რომ სხვა ისეთი პარტიებიც გაძლიერდნენ, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“ არ იქნებიან აფილირებული. ამიტომ, „ლელოს“ წარმატებები, ვუსურვებ, რომ ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს „ლელოა“ და, აქედან გამომდინარე, ის ღიაა ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...