გიორგი გახარია - მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გავახსენო და ვუთხრა, რომ ჩვენ, ქართველებს, ევროპულ კავშირში გაწევრიანებას ფასი უკვე გადახდილი გვაქვს და ეს ფასი გადახდილი გვაქვს რამოდენიმეჯერ, 2008-ში, 1992-ში, აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც..
"მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გავახსენო და ვუთხრა, რომ ჩვენ, ქართველებს, ყველას ერთად ევროპულ კავშირში გაწევრიანებას ფასი უკვე გადახდილი გვაქვს და ეს ფასი გადახდილი გვაქვს რამოდენიმეჯერ, 2008-ში, 1992-ში, აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც და ყველგან.
დამნაშავეა ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც დღეს თავისი გაურკვეველი მიზნებით და ხშირად კორუფციული მიზნებით, ამ ფასს, რომელიც 30 წლის განმავლობაში თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ გადავიხადეთ, უბრალოდ ანიავებს და ეს პასუხისმგებლობა, ეს არ არის სანქციები ვიღაცა ვიღაცას დაუწესებს ან ევროპაში ან ამერიკაში არ შეუშვებენ. ეს არის არაფერი იმასთან შედარებით რა პასუხისგებაც მათ მოუწევთ საქართველოს მოქალაქეების წინაშე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.