Jump to content
Planeta.Ge

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი - ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას - სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო


ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის კონტექსტში დაზუსტება. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო" ,- წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი.

ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ცნობით, 2019-2024 წლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგმა უწყებებმა მიიღეს:

111.55 მილიონი ევრო - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები;

101.40 მილიონი ევრო - ფინანსთა სამინისტრო;

62.75 მილიონი ევრო - თავდაცვის სამინისტრო;

57 მილიონი ევრო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

30.5 მილიონი ევრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

25.07 მილიონი ევრო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

19 მილიონი ევრო - მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია;

12.85 მილიონი ევრო -განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

10.5 მილიონი ევრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო;

7.4 მილიონი ევრო - მთავრობის ადმინისტრაცია;

4.8 მილიონი ევრო - საქართველოს პარლამენტი;

2019-2024 წლებში საჯარო ადმინისტრაციებმა ევროკავშირისგან დახმარების სახით 517.8 მილიონი ევრო მიიღეს, მათ შორის 75 მილიონი ევრო Covid-პანდემიის დროს სესხით სახით. სამოქალაქო საზოგადოებამ 46.1 მილიონი ევრო, ხოლო კერძო სექტორმა 6.1 მილიონი ევრო მიიღო.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...