ნია ჯიქია სწავლას, სრული დაფინანსებით, კორნელის უნივერსიტეტში (Cornell University) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს
კომაროვის სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებული ნია ჯიქია სწავლას, სრული დაფინანსებით, კორნელის უნივერსიტეტში (Cornell University) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს.
კორნელის უნივერსიტეტი ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ითაკაში მდებარეობს და აშშ-ის პრესტიჟული Ivy League-ის 8 უნივერსიტეტს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. QS Top Universities-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ის მსოფლიოს მასშტაბით მე-13 ადგილს იკავებს.
Cornell University-ში სწავლის გადასახადი 384 000$-ია.
ნიას გამორჩეული მიღწევები:
FLEX პროგრამის 2022-2023 წლის კურსდამთავრებული;
ქალაქ თბილისის წარმომადგენელი ამერიკული საბჭოების ოფისში;
ამერიკული საბჭოების მიერ 24 ქვეყნის მასშტაბით დასახელებული, როგორც ოქტომბრის თვის საუკეთესო ქალაქის წარმომადგენელი;
EducationUSA CCC (Competitive College Club)-ს წევრი;
საქართველოს დელეგატი 6 ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულ EducationUSA CCC Congress-ში;
დასაქმებული Helping Hand-ში;
დასაქმებული American Corner Tbilisi-ში;
Avon High School-ის სექტემბრის თვის გამორჩეული მოსწავლე;
განმსახლებელი ორგანიზაცია Program of Academic Exchange-ის ნოემბრის თვის გამორჩეული უცხოელი გაცვლითი მოსწავლე;
როგორც Avon High School-ის ცურვის ნაკრების წევრს, სპორტის დეპარტამენტისგან გადაეცა ჯილდო სეზონის განმავლობაში გამოვლენილი სპორტსმენული ოსტატობისთვის.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.