Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი შშმ პირებს - რუსული კანონის გამო თქვენი უფლებები შეიზღუდა - ორგანიზაციებს გაუგებარ გამჭვირვალეობას სთხოვენ


თქვენი [შეზღუდული შესაძლებლობის პირთა] უფლებები ასევე, ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ მიღებულ იქნა „რუსული კანონი“, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში, ძალიან ბევრი გააკეთეს იმ სტანდარტების შემოსატანად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეტი ინკლუზიურობა და სხვადასხვა სერვისებზე მეტი წვდომა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი პირდაპირ მიმართულია იმის საწინააღმდეგოდ, რომ ის ევროპული სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში ნელ-ნელა შემოდიოდა, რეალურად შეჩერდეს.

„მინდოდა თქვენთვის ძალიან მკაფიოდ მეთქვა - თქვენი უფლებებიც არასოდეს იქნება დაცული, თუ ქვეყანაში ყველასი და ცალკეული ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. ეს ინდივიდუალურად, თუ კოლექტიურად ჩვენი ღირსების საკითხია.

ვისურვებდი, რომ ჩვენ მალე დავუბრუნდეთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების ნიშანია, რომ ამ ქვეყანაში ყოველთვის იყოს დაცული სწორედ აზრის გამოთქმის თავისუფლება (თუნდაც ძალიან რთულ პერიოდებში); აზრის გამოთქმა და დაფიქსირება ყოველთვის იყო ქართველისთვის მისი ღირსების საზომი.

თქვენი უფლებები ასევე, ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ მიღებულ იქნა რუსული კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში, ძალიან ბევრი გააკეთეს იმ სტანდარტების შემოსატანად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეტი ინკლუზიურობა და სხვადასხვა სერვისებზე მეტი წვდომა.

ეს ყველაფერი ის საქმიანობაა, რასაც ეწეოდნენ ის ორგანიზაციები, რომლებმაც არ იციან რა ბედი ეწევათ ხვალ, რომლებსაც სთხოვენ რაღაც გაუგებარ გამჭვირვალობას, ვითომც ყველაფერი სხვა ამ ქვეყანაში გამჭვირვალე იყოს, ეს ყველაფერი პირდაპირ მიმართულია იმის საწინააღმდეგოდ, რომ ის ევროპული სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში ნელ-ნელა (და მე ვთვლი, რომ არასაკმარისად სწრაფად) შემოდიოდა რეალურად შეჩერდეს.

ჩვენ ვიცით რუსეთში რა ფორმით ებრძვიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ეს არ არის ის სიტუაცია, რაც ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის გვინდა. ამიტომ, დაცული უნდა იყოს ის უფლებები, რაც აქამდე მოვიპოვეთ და უნდა გავაგრძელოთ ამ უფლებების განვითარება და დაცვა, რომ ავიდეთ იმ დონემდე, რაც ევროპის ქვეყნებშია გავრცელებული, ვიყოთ იმ სტანდარტებზე, რომელიც ჩვენთვის ღირსების სტანდარტებია.

მინდა, რომ ეს გისურვოთ დღეს. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ყველა უფლებები, თქვენი უფლებები და ყველა ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში. ამას ემსახურებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს აქ არიან და რომლებიც ჩემს შემდეგ ჩემზე უფრო კარგად იტყვიან თავიანთ სათქმელს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...