Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ის ახალი სანქციების შედეგად, მოსკოვის ბირჟა ევროსა და დოლარით ვაჭრობას აჩერებს


აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციების შედეგად, მოსკოვის ბირჟას (MOEX.MM) ევროსა და დოლარით ვაჭრობის გაჩერება მოუწია. ოთხშაბათს აშშ-მა გააფართოვა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და ჩამონათვალში შეიყვანა მოსკოვის ბირჟაც.

ვაშინგტონის მიერ შემზღუდავი ზომების გამოცხადებიდან ერთ საათში მოსკოვის ბირჟამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვაჭრობა და ანგარიშგება დოლარსა და ევროში შეჩერებულია.

MOEX-ზე დოლარი-რუბლით ვაჭრობა დღეში 1 მილიარდ რუბლს, ანუ 11 მილიონ დოლარს შეადგენდა, ევრო-რუბლით ვაჭრობა კი დღიურად 300 მილიონ რუბლს. მოსკოვის ბირჟა რუსეთში დაფუძნებული ინტეგრირებული საფონდო ბირჟაა, რომელიც მოიცავს ელექტრონული ვაჭრობის ორგანიზაციას ვაჭრობის, სადეპოზიტო და საინფორმაციო მომსახურებით.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...