Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები - ბარენცის ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი იწვის


ბარენცის ზღვაში დიდი რუსული სამხედრო ხომალდი, „ადმირალი ლევჩენკო“ იწვის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა.

"მტრის ტექნიკა იწვის. უფრო სწორად, დიდი გემი „ადმირალ ლევჩენკო“ ბარენცის ზღვაში. მისი გადარჩენისთვის ბრძოლა გრძელდება, იმედია უშედეგოდ“, - წერს პლეტენჩუკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის რამდენიმე ასეული წევრი ეტევა.

უკრაინული მედიის ცნობით, „ადმირალ ლევჩენკოს“ ბორტზე აქვს დამრტყმელი იარაღი - „როზტრუბის“ რაკეტა-ტორპედოები, რომელსაც შეუძლია სამიზნეების განადგურება როგორც წყალქვეშა, ისე ზედაპირზე.

ეს ხდება მაშინ, როდესაც "ზესახელმწიფო" იღებს სანქციებს უკრაინისგან და დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მიკოლაევში წარმოებული ძრავების მართვას. 10 წელი არ ყოფილა საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ერთ-ერთ დანადგარს ცეცხლი გაუჩნდა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...