Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე - ბავშვთა უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო, არის არაკონსტიტუციური


[ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს] ბავშვთა უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო, არის არაკონსტიტუციური - ყველაფერთან ერთად, ჩვენი გუნდი იმყოფება საპარლამენტო ბოიკოტირების რეჟიმში და ბუნებრივია, განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მთლიანად მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდაზეა მიმართული და "ქართულ ოც ებას" ბავშვთა უფლებები საერთოდ არ აინტერესებს.

„იქ არის ცალკეული მუხლები, რომლებიც ახლანდელ კონსტიტუციურ ჩანაწერებს პირდაპირ ეწინააღმდეგება, მათ შორის რამდენიმე ფუნდამენტური უფლების ნაწილში. სინამდვილეში, ამ კანონპროექტს არაფერი არ აქვს საერთო ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან. ეს არის ის პარტია, რომელიც თვეების განმავლობაში და დღემდე აგრძელებს, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვებთან ტერორის ზარების განხორციელებას. მათ ბავშვთა ინტერესები საერთოდ არ აინტერესებთ.

ეს არის მიმართული მთლიანად მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდაზე და არაფერი აქვს საერთო ბავშვთა უფლებების დაცვაზე, არის არაკონსტიტუციური. ყველაფერთან ერთად, ჩვენი გუნდი იმყოფება საპარლამენტო ბოიკოტირების რეჟიმში და ბუნებრივია, ჩვენ განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

გარდა ამისა, მან ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი საბოლოოდ ერთმანეთისგან გამიჯნეს.

„ჯო ბაიდენისა და მაკრონის განცხადებიდან ორი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია. პირველი - ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პირველმა პირებმა საქართველოს ხელისუფლება და ხალხი საბოლოოდ ერთმანეთისგან გამიჯნეს. მეორე - მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მტრებს ეძახის, მათ დააფიქსირეს კიდევ ერთხელ შეუქცევადი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში ქვეყნის მხარდაჭერა. რაც არ უნდა ძირგამომთხრელ საქმიანობას, ნარატივს ავითარებდეს "ქართული ოცნება", ჩვენი 30 წელზე მეტი პარტნიორული ურთიერთობები ასე ერთი ხელისუფლების ხელის მოსმით ვერ განიავდება. ჩვენი მეგობრები ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იქნებიან," - განაცხადა ლილუაშვილმა.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...