თბილისში მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
თბილისში, ვაკეში მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს გაჩერებაზე შეეჯახა.
მათივე ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.