რუსეთში პირველად განადგურდა SU-57 – უკრაინის დაზვერვა
8 ივნისს რუსეთში, ასტრახანის ოლქში, ახტუბინსკის აეროდრომის ტერიტორიაზე, რომელიც საბრძოლო ხაზიდან 589 კილომეტრში მდებარეობას, მრავალფუნქციური გამანადგურებელი SU-57 განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.
SU-57 მოსკოვის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელია და როგოროც ურკაინის დაზვერვა იუწყება, რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს ამ საბრძოლო თვითმფრინავის სულ რამდენიმე ერთეული ემსახურება.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, ეს ისტორიაში SU-57-ის განაადგურების პირველი შემთხვევაა.
ამის მტკიცებულებად უკრაინის დაზვერვა ახტუბინსკის აეროდრომზე მდგარი მოიერიშე თვითმფრინავის სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ ფოტოებზე ჩანს, როგორ იდგა 7 ივნისს დაუზიანებელი SU-57, ხოლო უკვე 8 ივნისს მის მახლობლად გაჩნდა აფეთქების კრატერები და ხანძრის შედეგად გაჩენილი ლაქები.
ამასთან, 8 ივნისს დრონების თავდასხმა პირველად დაფიქსირდა რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე აეროდრომთან , რომელსაც, ოფიციალური კიევის ცნობით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, მოგვიანებით კი რეგიონის გუბერნატორმა განმარტა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოზდოკში სამი დრონი ჩამოაგდეს.
რუსული მედიის ცნობით, ჩრ. ოსეთში მდებარე მოზდოკის რეგიონში მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ყველა საჯარო ღონისძიება გაუქმებულია.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.