რუსეთთან სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე ვმუშაობთ - ბჟანია
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, სოხუმი და მოსკოვი ფსოუზე საზღვრის კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ.
ბჟანიას თქმით, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთის მხარეს ბოლომდე იტვირთება, ამიტომ საფეხმავლო ხიდის აღდგენაზე მუშაობენ. თუმცა ბჟანია იმედოვნებს, რომ მომავალში სასაზღვრო-გამშვები პუნქტები რუსეთთან საჭირო აღარ იქნება.
„ფსოუზე ძველი საფეხმავლო ხიდის აღდგენა საზღვრის კვეთას გაამარტივებს. მაგრამ დროთა განმავლობაში მოველი, რომ მივალთ ურთიერთობების იმ ისტორიულ ნიშნულამდე, როცა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საერთოდ არ იქნება. საზღვარი დარჩება, მაგრამ გამშვები პუნქტის საჭიროება გაქრება“, – განაცხადა ბჟანიამ რუსულ პროკრემლისტურ გამოცემა „რია ნოვოსტისთან“.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.