სასამართლოში აქციაზე დაკავებული აშშ-ს მოქალაქის პროცესი იმართება - როგორი იქნება ვერდიქტი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამერიკის მოქალაქის საქმის განხილვა მიდის. გააწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ჩიკაშვილმა რამდენიმე წუთში უნდა გამოაცხადოს.
ანტირუსული აქციის მონაწილეს გზის გადაკეტვას და სამართალდამცველების შეუარცხყოფას ედავებიან. პატრიკ ჰერნანდესიი ერთ-ერთია, ვინც დაკავების მომენტში სპეცრაზმელებმა, სავარაუდოდ, სასტიკად სცემეს. ინგლისური ენის პედაგოგი იხსენებს, რომ ის ქართველმა სამართალდამცველებმა წრეში შეათრიეს და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ცემა დაუწყეს. ამ საქმეს კოკა კაციტაძის უწყებაც სწავლობს, თუმცა დასჯილი არავინაა.
მე დამიჭირეს საპროტესტო აქციაზე. რომ დამაკავეს, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ქართულად ვერ ვლაპარაკობ და ვერ გავგე, როგორ აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში. სასამართლო საქართველოში, მე ვფიქრობ, რომ არის საშიანელი ორგანო. არ ვფიქრობ, რომ გზას ვბლოკავდი, გაქცევას ვცდილობდი იმ ადგილიდან. როდესაც დამაკავეს, რამდენიმე ადამიანმ ხელები გადამიგრიხა და ჩემი ცემა დაიწყეს. მირტყამდნენ ყველა მხრიდან. ჩემი ტანსანცმელი მივეცი გამომძიებლებს. ფეხსაცმლის კვალი ეტყობოდა ჩემს შარვალს, ტანზე მქონდა დაბეჟილობები, მირტყამდნენ სახეშ, არ ვიცი, რა იქნება, - ამბობს ფერნანდესი.
დღევანედლ პროცესზე პატრულ-ინსპექტორმა, რომელიც მოწმის სახით იკითხებოდა, თქვა, რომ პატრიკ ფერნანდესი პოლიციელების მისამართით უშვერი სიტყვებით იგინებოდა, თუმცა აშშ-ს მოქალაქე ამ ფაქტს უარყოფს. ფერნანდესმა დღეს თქვა, რომ ქართული საერთოდ არ იცის და შესაბამისად, ვერც ის გაიგო, როგორ მოხვდა ამ გაუგებრობაში. აღსანიშნავია ასევე, რომ აღნიშნული სამართალდამცველი აშშ-ს მოქალაქის დაკავებაში საერთოდ არ მონაწილეობდა.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.