წულუკიანი სანქციებზე: ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც აშშ უშვებს სტრატეგიულ პარტნიორთან
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურად დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს „მორიგ შეცდომას” უწოდებს. ამის შესახებ მან „იმედის” ეთერში ისაუბრა.
„შეიძლება თამამად ვთქვა, რომ ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ, მათდა სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში.
აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მორიგი შეცდომის შემდეგ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული. ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს იმ დროს, რომელიც საჭიროა ორმხრივ ურთიერთობებში, რათა დადგეს, დღე როდესაც დაიწყება ფურცლის გადაშლა, ურთიერთობების გადატვირთვა.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში შეერთებულ შტატებს სჭირდება, რომ ეს ურთიერთობები გადაიხედოს. ჩვენ დაველოდებით ამ დღეს იმიტომ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულები ვიყავით და ვართ. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი შეერთებულ შტატებზე და მათთან მეგობრობაზე”, – განაცხადა წულუკიანმა.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.