გიორგი გახარია - პრეზიდენტის მთავარი მისია სწორედ არჩევნების დაცვა უნდა იყოს - ჩვენ თუ არჩევნები ვერ დავიცავით, საქართველო კრიზისიდან მშვიდობიანად გამოსვლის ერთადერთ შესაძლებლობას დაკარგავს
"გამოწვევა გართულდა - ჩვენ უნდა დავიცვათ ყვეყნის საგარეო ორიენტაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ საქმეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ვიცავთ არჩევნებს, იმიტომ, რომ "ოცნებას" არჩევნების გაყალბების პროცესი უკვე დაწყებული აქვს.
მე ახალგაზრდების ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეძლებენ პროტესტული ენერგია გარდაქმნან პოზიტიურ გეგმად, რითიც არჩევნებს დაიცავენ.
საქართველოში არის დაახლოებით 3000 საარჩევნო უბანი. ეს ახალგაზრდები, ვინც ქუჩაში დგას და აპროტესტებს რუსულ კანონს, ყველა სადღაც აძლევს ხმას. უბრალოდ, ვინმემ რომ გახადოს სოციალურ ქსელში ღია - რომელი უბნებია ღია და ადამიანებმა დააფიქსირონ სად უნდა მისცენ ხმა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თითო უბანზე დღეს, დღევანდელ მდგომარეობაში მინიმუმ ათი მოხალისე მოიძებნება,ვინც ხმებს დაიცავს უბანზე. მათ სჭირდებათ ამის სწავლა, ტრენინგია საჭირო, უბრალოდ რომ იცოდნენ როგორ კეთდება.
იდეალური პლატფორმა ამისთვის არის პრეზიდენტი, პრეზიდენტის მთავარი მისია სწორედ არჩევნების დაცვა უნდა იყოს. ჩვენ თუ არჩევნები ვერ დავიცავით, საქართველო კრიზისიდან მშვიდობიანად გამოსვლის ერთადერთ შესაძლებლობას დაკარგავს.
"ოცნების" თითოეულ წევრს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს მათ ხმას აძლევს, უნდა ავუხსნათ, რომ სამართლიანი არჩევნები არის ის გამოსავალი, რომელიც გვაპატიებს ყველას იმ შეცდომებს, რადიკალიზმს, რომელიც დაგვიშვია არჩევნებამდე, შეარიგებს ქართველებს. ყველა ის ადამიანი, ვინც არჩევნების გაყალბებაში ნებისმიერი ფორმით მიიღებს მონაწილეობას, გადაინაწილებს ისტორიულ პასუხისმგებლობას "ოცნებასთან" ერთად.
არჩევნები არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა, რომლითაც ჩვენ შეიძლება ვაპატიოთ ერთმანეთს ის უბედურებები, რასაც ახლა ერთმანეთს ვუკეთებთ და ეს ყველამ უნდა გაიაზროს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები ყველაზე სწრაფად გაიაზრებენ ამას და არჩევნების დაცვა იქნება მათი მისია. არა აგიტაცია, არამედ მათი მისია უნდა იყოს, რომ არჩევნების შემდგომ საქართველოს მოქალაქეებს სჯეროდეთ ამ არჩევნების შედეგების. თუ არჩევნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ ეს არის ტყუილი, ეს მშვიდობიანი გამოსავალი იქნება ჩაკეტილი."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.