გიორგი გახარია - ამ ხელისუფლების მორალური სახე უკვე წაშლილი და დამარცხებულია
"მარტივ მაგალითს გეტყვით - რატომ არის დღევანდელი ხელისუფლების საქმე წასული და რატომ ვამბობთ, რომ ისინი დამარცხებულები არიან. ახლა ამ დამარცხების გააზრების მძიმე პროცესი გველის წინ. მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ კანონის მიღებაზე და საქართველოს ხელისუფლებაზე ვუთხრა და მოვუწოდო, „ოცნება“ დამარცხდა ზუსტად მაშინ, როცა ერთი-ერთში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა. დღეს როგორც მოქმედებენ - ეს ორგანიზებული სისტემური ძალადობა, როცა სახელმწიფოს და კრიმინალს ერთდროულად იყენებ ახალგაზრდების წინააღმდეგ, ეს არის თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რომელსაც ებრძოდა „ოცნება“, დაამარცხა და დღეს უკვე, 10 წლის შემდეგ ზუსტად იგივეს აკეთებს. მთავარი, რითიც ჩვენ შეგვიძლია მორალური უპირატესობა შევინარჩუნოთ, არ დავემსაგვსოთ „ოცნებას“. ჩვენ ქართული საზოგადოების წევრები ვართ, ჩვენ ურთიერთტრადიციებს ყოველთვის პატივს ვცემდით და მთავარი აქ არის ოჯახის სივრცე, სადაც შეჭრა ყოვლად მიუღებელია ყველასთვის. ეს მათი ტრაგედია და პრობლემაა, რომ საკუთარ ოჯახებზე არ ფიქრობენ. 12 წლის თავზე „ოცნებამ“ მიზანმიმართულად ჩვენი ისტორიის ყველაზე მძიმე დემონები გააღვიძა. ამათ თუ ჰგონიათ, რომ ამ დემონებისგან დასაცავები არ გახდებიან თვითონ, ძალიან ცდებიან. ჩვენი გამარჯვების მთავარი გასაღები არის იმაში, რომ მორალურად ყოველთვის უფრო მაღლა ვიყოთ და ეს წითელი ხაზები უნდა დავიცვათ. ეს წითელი ხაზები არის რა თქმა უნდა ოჯახი, წითელი ხაზები არის ბავშვები , წითელი ხაზები არის ნებისმიერი ფორმის ფიზიკური ძალადობა. ამ ხელისუფლების მორალური სახე უკვე წაშლილი და დამარცხებულია. ჯერ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ მისი წარმოუდგენელი ძალადობით, შემდეგ იყო „ოცნება“, რომელიც ამ ძალადობას ებრძოდა და ეს „ოცნებაც“ ზუსტად იგივენაირად ძალადობს."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.