ნინო ლომჯარია - რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა - იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს
ხალხის რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა - იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქველმოქმედო აქცია-კონცერტის დაწყებამდე განაცხადა, რომლის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა.
მისივე თქმით, უკანონოდ დაჩაგრულების მიმართ საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი სოლიდარულები არიან.
“ვფიქრობ, ხალხის რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც უკანონოდ დაიჩაგრა საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი მათ მიმართ სოლიდარულები ვართ. დღეს სოლიდარობის დღეა. უპრეცედენტო ინტერესი იყო მუსიკოსების მხრიდან. მადლობა მათ. იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს და ყველას, ვინც ზიანი მიიღო და დახმარება სჭირდება”,- აღნიშნა ლომჯარიამ.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.