მირიამ ლექსმანი - ვგმობ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავდასხმას, ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება - დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს
„ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდსხმას.
„ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს“, - წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ.
პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 100-მდე ნიღბიანი პირი ოფისში შეჭრას ცდილობდა, ასევე დამსხვრეულია და დაზიანებულია შენობის შუშები. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.