ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ქალი კანდიდატი დარეგისტირდა
ყოფილი ირანელი დეპუტატი, ზოჰრე ელაჰიანი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად დარეგისტრირდა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზოჰრე ელაჰიანი პირველი ქალია, რომელიც ირანის პრეზიდენტობისთვის საარჩევნო რბოლაში ჩაერთო.
ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატებად ასევე დარეგისტრირდნენ ირანელი პოლიტიკოსები: მასუდ პეზეშკიანი, ალირეზა ზაკანი, სეიედ აჰმად რასულინეჯადი, ჰაბიბოლა დაჰმარდე, სეიიდ მოჰამად-რეზა მირთაჯოდინი, ფადა-ჰოსეინ მალეკი, ზოჰრე ელაჰიანი და ვაჰიდ ჰაგანიანი.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების რეგისტრაციის პროცესი 30 მაისს დაიწყო. არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.