Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს სინგაპურში შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

„ძალიან მადლობელი ვართ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტის გადამწყვეტ მნიშვნელობას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები და პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის აქტიური მუშაობისთვის.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ახლა უკრაინელების, ჩვენი ქალაქების, თემებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სიცოცხლის დასაცავად. ეს გადამწყვეტია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ლოიდ ოსტინმა ასევე ისაუბრეს F-16-ების კოალიციაზე, კერძოდ, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების დასაჩქარებლად.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, დაეშვა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდული დარტყმების განხორციელება, რათა ეფექტურად შეეწინააღმდეგონ რუსეთის მცდელობებს, გააფართოოს საბრძოლო ზონა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...