რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს შესაძლოა პრეზიდენტმაც მიმართოს
ეკა ბესელიას ინფორმაციით, პრეზიდენტიც აპირებს, რომ რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.
როგორც ფორმულას ეთერში იურისტმა განაცხადა, ჯერ უცნობია ტექნიკური დეტალები, პრეზიდენტი დამოუკიდებელ სარჩელს წარადგენს, თუ შეუერთდება მედიასა და არასამთავრობოებს, რომლებიც თავის მხრივ ასევე აპირებენ რუსული კანონის გასაჩივრებას.
ეკა ბესელიას თქმით, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტს მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და შეიძლება სალომე ზურაბიშვილი გახდეს პირველი ვინც ამას გააკეთებს.
ბესელიას თქმით, რუსული კანონის საკითხი ისედაც ძალიან მნიშვნელოვანია და პრეზიდენტის ჩართვა სარჩელში პროცესს უფრო განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელს გახდის.
კანონის მიღების შემდეგ შესაძლებელია მისი გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში და დავა მის შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციასთან. ამის გაკეთებას არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ პროცესი სწრაფად დასრულდება. ის შეიძლება წლობითაც გაიწელოს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.