Jump to content
Planeta.Ge

New Lines Magazine: ბრიტანეთმა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დაფინანსება შეწყვიტა


ამერიკული გამოცემა New Lines Magazine წერს, რომ ბრიტანეთმა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დაფინანსება შეწყვიტა.

რუსული კანონის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე New Lines Magazine-მა გამოაქვეყნა 1-თვიანი გამოძიების შედეგები, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კომუნიკაციების დეპარტამენტების დახმარებას ეხება.

საქართველოში პირველი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, იგივე სტრატკომი 2015 წელს თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა,  როგორც NATO-ს ინიციატივა, რომელსაც სათავეში დიდი ბრიტანეთი ედგა და მიზნად ისახავდა შავი ზღვის ქვეყნის მედეგობის გაძლიერებას რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ.

მას შემდეგ სტრატკომები ეტაპობრივად შეიქმნა საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სამინისტროში. პროექტის ფარგლებში საქართველოს სტრატკომების დეპარტამენტების თანამშრომლებმა გაიარეს არაერთი ტრენინგი და მიიღეს ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე დაესწრნენ და თავადაც უმასპინძლეს არაერთ კონფერენციას და პროგრამებს დეზინფორმაციისა და პუტინისტური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე.

თუმცა, New Lines Magazine-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაიწყო თავისი დღევანდელი ანტიდასავლური ტრაექტორიის გატარება, სტრატკომებმა თავად დაიწყეს სწორედ იმ სახის აქტივობების განხორციელება, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველადაც ისინი შეიქმნა.

გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, NATO-ს ინიციატივა 2024 წლის მარტში დასრულდა.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...