ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან
ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ემუქრებიან, ურეკავენ და აგინებენ. უცხო ნომრებიდან მუქარის ზარები შევიდა როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ისე – მოქალაქეებთან, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკულ პოზიციას ღიად გამოხატავენ.
მოქალაქე გიგა გარუჩავამ „ფეისბუქზე” დაწერა:
„ვიღაც უცნობი (ხელისუფლების და სუსის დავალებით) პიროვნება რეკავს ჩემს ნომერზე და ასევე ჩემი ოჯახის წევრების ნომერზე, მემუქრება მკვლელობებით…
მიზეზი არის, რომ შევეშვა ხელისუფლების კრიტიკას, აქციებზე ყოფნას და მხარდაჭერას!
P.S. სუსი, მე შენი არ მეშინია!”
მანვე დაურთო შემომავალი ზარის სქრინშოთები:
აქვე გთავაზობთ სხვა მოქალაქეების პოსტებს, რომლებშიც ისინი მათთან ზარებსა და მუქარებზე საუბრობენ:
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს:
ენმ-ის წევრმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ თქვა, რომ დაურეკეს მის დედას:
ბათუმის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატმა, ნოდარ დუმბაძემ თქვა, რომ დაურეკეს მისი 8 წლის შვილს.
„ჩემს 8 წლის შვილს ღამის 2 საათზე ურეკავენ და აგინებენ. დღეს კი ესენი [საკრებულოში „ოცნების” დეპუტატები] ბიუჯეტის გაზრდაზე მელაპარაკებიან. თურმე ბატონ ბიძინას მადლობა უნდა გადავუხადოთ. სირცხვილია ეს ყველაფერი”, – თქვა ნოდარ დუმბაძემ.
ენმ-ის კიდევ ერთი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, მასაც ღამით დაურეკეს.
„გუშინ ღამით მუქარის შემცველი ზარი მივიღე – მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ, მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის არავის ეშინია”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.
დაურეკეს გიორგი გახარიას პარტიის წევრებსაც: ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ მათე ცენტერაძეს და პარლამენტის წევრ ანა ბუჩუკურს და მის ოჯახის წევრს.
მათე ცენტერაძემ ამის შესახებ დაწერა:
ანა ბუჩუკურმა ამ საკითხზე პარლამენტში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რეაგირების მოთხოვნით მიმართავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, პროკურატურას.
„მუქარა ვერანაირად ვერ შეგვაჩერებს იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია. თქვენი დუმილი და უმოქმედობა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სისტემურ დანაშაულში თანამონაწილეობაა. შესაბამის სამსახურებს კონკრეტულ მტკიცებილებებს ოფიციალურად უახლოეს დღეებში წარვუდგენთ”. – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
მუქარითა და გინებით დაურეკეს აქტივისტებსაც.
მათ შორის, ბათუმელ აქტივისტ ციალა ქათამიძეს.
ხელისუფლებისა და მათ მიერ ინიციირებული რუსული კანონის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დარეკვისა და გინება-მუქარის ერთი ტალღა მაისის პირველი კვირაში იყო.
24 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ მუქარის ზარების საქმე პროკურატურას გადაუგზავნა.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის ვეტოც დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ დაამტკიცა, რამდენიმე დეპუტატის სახლის კართან გაჩნდა წარწერები: „მონა”, „მოღალატე”.
„ოცნების” დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ თქვა, რომ ამაზე პასუხი იქნება „მწარე, უფრო მასშატაბური და ხარისხიანი”.
„ჩემთვის საბაბის მოცემა იქნებოდა და შეიძლებოდა? თან სახლში მოკითხვა? რა იდიოტები ხართ ხვდებით ხომ? მერე წუწუნი და ქალოიობა არ დაიწყოთ, რადგან მეც თქვენებურად უნდა მოვიქცე, გიპასუხოთ, ცოტა მწარედ, უფრო მასშტაბურად და ხარისხიანად”. – თქვა მან.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.