Jump to content
Planeta.Ge

კახაბერ ქემოკლიძე - "ოცნების" ამორალურობის პიკია, როცა ეს მართლა რუსების ნომრიანი თუ უნომრო პირდაპირი მნიშვნელობით ჯაშუშები, ვიღაცის გასამართლებაზე  იწყებენ საუბარს ჯაშუშობის ბრალდებით


"ოცნების" ზოგიერთი გულწრფელი მხარდამჭერისთვის რომ გეკითხათ ეს კანონი “გამჭვირვალობას” ემსახურებაო. თან ისე მტკიცედ და სხარტად გიპასუხებდნენ გეგონება ყველაზე “ზე-გამჭვირვალე” პარტიის, მთავრობის და მათი ბელადის მმართველობის ქვეშ გვეცხოვროს მთელი ეს ბოლო წლები…
"ოცნების" ამორალურობის პიკია, როცა ეს მართლა რუსების ნომრიანი თუ უნომრო პირდაპირი მნიშვნელობით ჯაშუშები, ვიღაცის გასამართლებაზე  იწყებენ საუბარს ჯაშუშობის ბრალდებით. 
 
სახელმწიფოს ინტერესები, კონსტიტუცია, საგარეო ორიენტაცია თავზე გადაიხიეს;
ქვეყანა ამხელა უსაფრთხოების ტექტონიკურ რისკებში შეაგდეს;
სახელმწიფო 90-ის “ბარდაგში”, სრულ განუკითხაობაში, “ჩაცუცქულების”, საყოველთაო ნარკომანიის ხანაში დააბრუნეს;
ერი პოლიციის უნდობლობის, სრული ინსტიტუციური დეგრადაციის წინაშე დააყენეს;
ხალხი ამხელა ურთიერთდაპირისპირებაში დააბრუნეს, მოსახლეობის ნახევარი, ბავშვები, ახალგაზრდები დაატერორეს და დასტრესეს, ნამდვილი ჰიბროდული ომი გამოუცხადეს საკუთარ ხალხს და ეს მართლა ყველაფერზე ხელისმომწერი, სულგაყიდული მედროვეები კიდევ ბედავენ და ხმას იღებენ. გაჩუმდით მაინც და ამ სიბინძურეს კიდევ უფრო მეტ სინაგვეს ნუღა უმატებთ… საკუთარს თავს თუ პატივს არ სცემთ თქვენს ახლობლებს და ნათესავებს მაინც ეცით პატივი!!!"

 
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.


ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ  ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, რადგან  ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება. 

May be an image of 1 person and text

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...