რით განსხვავდება რუსული კანონი EU-ის პროექტისგან — ეუთო/ოდირის განმარტება
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სამართლებრივ დასკვნაში განმარტავს, რით განსხვავება საქართველოს მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის დემოკრატიის დაცვის ინიციატივისგან.
ODIHR-ის ანალიზი ხაზს უსვამს ძირითად განსხვავებებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების (აშშ, ავსტრალია) კანონმდებლობას შორის, რომელიც მოხსენიებულია განმარტებით ბარათში. ასევე ნათქვამია, რომ საჯარო დებატებში ევროკავშირის დირექტივის წინადადება მოხსენიებულ იქნა, როგორც ქართული კანონის მსგავსი ინიციატივა.
„[ევროკავშირის] დირექტივის მიზანი, „დანერგოს საერთო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები შიდა ბაზარზე ინტერესთა წარმომადგენლობითი საქმიანობისთვის, რომლებიც განხორციელებულია მესამე ქვეყნების სახელით“, მიმართულია უცხო ქვეყნის სახელით განხორციელებული აქტივობებისადმი და არა ორგანიზაციებისადმი, რომლებიც უბრალოდ უცხოურ დაფინანსებას იღებენ. რამდენადაც ევროკავშირის შემოთავაზებული დირექტივის ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის ანალიზი სცილდება ამ გადაუდებელი დასკვნის ფარგლებს, უნდა აღინიშნოს, რომ მისი [დირექტივის] ფარგლები უფრო ვიწროა, ვიდრე კანონი“, — ნათქვამია დასკვნაში.
„ქართული ოცნება“ ხშირად იმეორებს, რომ ევროკავშირი თავად იღებს ანალოგიურ კანონს, რისთვისაც საქართველოს აკრიტიკებს.
საუბარია „დემოკრატიის დაცვის პაკეტზე“, რომელიც საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ჯერ დამტკიცებული არ არის და რომლის მიხედვითაც მესამე ქვეყნის ინტერესთა წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის ეროვნულ მონაცემთა ბაზებში.
ევროკომისია კანონპროექტის განმარტებით ბარათში მიუთითებს, რომ ეს მიდგომა რადიკალურად განსხვავდება ზოგიერთ სხვა იურისდიქციებში, მათ შორის, საქართველოში დაფიქსირებული „უცხოელი აგენტების“ კანონებისგან იმით, რომ უარყოფითად არ ასახელებს კონკრეტული სუბიექტების საქმიანობას და არც სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას ცდილობს, ამასთან, არ მოითხოვს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას, რომელიც არ არის დაკავშირებული მესამე ქვეყნების სახელით განხორციელებულ ინტერესთა წარმომადგენლობით საქმიანობასთან.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.