Jump to content
Planeta.Ge

ლონდონში, საქართველოს საელჩოს შენობაზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები გამოაკრეს


ლონდონში, საქართველოს საელჩოს წინ ნაცემი მოქალაქეების და სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო პლაკატები გამოაკრეს.

ლონდონში მცხოვრები ქართველი, დავით ჯინჭარაძე ფეისბუქზე, წერს, რომ არც ერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და არა პუტინს.

„ამიტომ გავაკარი ქოცების მიერ დასახიჩრებულთა ფოტოები და სხვადასხვა პლაკატი ლონდონში საელჩოს წინ. თან ნიუ-იორკ თაიმსის და გარდიანის სტატიები შევუგზავნე – თუ არ იციან, რას აკეთებენ – საერთაშორისო მედიისგან მაინც გაიგონ.

მე პირადად არ გავჩერდები და ყველაფერს ვიზამ, რომ ქოცებო, კომფორტულად ცხოვრების უფლება არ მოგეცეთ.

კენსინგტონს და ჩელსის სჯობს, კისლოვოდსკში გადახვიდეთ და შეწყვიტოთ ჩვენი ფულით გოიმობის, სიძულვილისა და პუტინიზმის პროპაგანდა” – წერს იგი.

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის 84-მა დეპუტატმა სამშაბათს რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, რითაც, როგორც ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი ქვეყანა აცხადებს, საქართველოს ევროატლანტიკური კურსი უდიდესი საფრთხის ქვეშ დააყენა.

 

 

პუბლიკა

publika.ge-444746196-945373570603598-881

publika.ge-444483083-945373533936935-213

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...