Jump to content
Planeta.Ge

„ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია" | NATO-ში აშშ-ის ელჩი საქართველოს დასწრებაზე ვაშინგტონის სამიტზე


NATO-ში აშშ-ის ელჩი, ჯულიან სმიტი „პირველი არხის” ჟურნალისტის შეკითხვას – ელოდებით თუ არა საქართველოს ვაშინგტონის სამიტზე და რა იქნება NATO-ს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი ამ სამიტზე? – პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს NATO-ს ვაშინგტონის სამიტში პარტნიორების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება.

სმიტის განცხადებით, არსებობს ძლიერი სურვილი, მოიძებნოს გზა, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი წარმოდგენილი იყოს სამიტზე.

„უპირველეს ყოვლისა, მე ჯერ ვერ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი პარტნიორების სამიტში მონაწილეობის თაობაზე. ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს ძლიერი სურვილი, რათა მოიძებნოს გზა, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი, ასე თუ ისე, იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონის სამიტზე. ასე რომ, დაელოდეთ ახალ ამბებს, ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა წინადადებას, იმედია, უახლოეს დღეებსა და კვირებში მეტი გვექნება სათქმელი“, – აღნიშნა ჯულიან სმიტმა.

NATO-ს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს გაიმართება.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...