Jump to content
Planeta.Ge

ფიშერი: სანამ ეს კანონი იმოქმედებს, არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოს EU-ში გაწევრებაზე


გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და შესაბამისად, ამ კანონით ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ გაიხსნება. ამის შესახებ მან BMG-ის ეთერში ისაუბრა.

„საქართველო გასული წლის დეკემბრიდან კანდიდატი ქვეყანაა; ეს იყო უზარმაზარი ისტორიული ნაბიჯი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის და შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილების შესაბამისად [და ყველა ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებები დაიწყოს] – თუმცა, საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და იქამდე, სანამ ეს კანონი იფუნქციონირებს, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების შესახებ – ეს არის საქართველოს ამჟამინდელი სტატუსი“, – ამბობს ფიშერი [BMG-ის თარგმანი].

პიტერ ფიშერის თქმით, გერმანიას (და ევროკავშირს) მარტივი გზავნილი აქვს:

„თუ გსურთ შეუერთდეთ ევროკავშირს, დააკმაყოფილეთ ჩვენი სტანდარტი. სახელმწიფოები, რომლებიც უერთდებიან ევროკავშირს, ყოველთვის ახდენენ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტირებას. სწორედ ამას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა.

თუ გსურთ კავშირში შემოსვლა, მაგრამ ამავდროულად მას სულ აკრიტიკებთ და ამბობთ, რომ ის საშიშია, გლობალური ომის პარტიაა – და ეს არ არის ჩემი ტერმინი. მე არ მომწონს ეს ტერმინი. მგონია, რომ გლობალური ომის პარტია არ არსებობს – მაშინ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა – შეგვიძლია თუ არა გავაგრძელოთ ჩვეული ურთიერთობები? ისევ ვართ პარტნიორები თუ უკვე აღარ ვართ პარტნიორები? ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია – ეს არის ჩვენი პოზიცია,“ – ამბობს პიტერ ფიშერი [BMG-ის თარგმანი].

რაც შეეხება სანქციებს, ელჩი ამბობს, რომ „სანქციები ფართო ცნებაა და მოვლენების მიმართ უარყოფით რეაქციას გულისხმობს“.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...