ბოტანიკურ ბაღში ნარიყალას მხრიდან სალარო დროებით დაკეტილია
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა. ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები. საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმადე აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის ზედმიწევნით შესწავლა და დაიწყო შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.
უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო დროებით დაკეტილია. დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შემოსვლა ცენტრალური შემოსასვლელიდან, ბოტანიკურის ქუჩიდან შეეძლებათ, რომელიც მდებარეობს აბანოთუბანში, ასევე იოსებ გრიშაშვილის ქუჩის გავლით, მირზა შაფის ქუჩიდან შემოსასვლელი სალარო ფუნქციონირებს ჩვეულებრივ.
ბოტანიკური ბაღი ღიაა ყოველ დღე, ყველა დღესასწაულსა და უქმე დღეს, დილის 09:00 საათიდან 19:30 საათამდე. ბაღის სალაროს საათები იცვლება სეზონურად და ინფორმაციას სამუშაო საათების შესახებ ბაღის ადმინისტრაცია ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.