Jump to content
Planeta.Ge

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია


ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკის სპრსკას (სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი უკან გაიწვია. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.

კანონპროექტი გუშინ, 28 მაისს გაიწვიეს. ამის შესახებ დეპუტატებს ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა აცნობა. ვიცე-პრემიერს არ განუმარტავს მიზეზი.

კანონპროექტი მიზნად ისახავდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას. კანონპროექტის განხილვას მოჰყვა კრიტიკა ევროკავშირიდან.

კანონპროექტი პრორუსული ბოსნიელი სერბების ლიდერის მილორად დოდიკის მიერ იყო წარმოდგენილი.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...