Jump to content
Planeta.Ge

ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ


ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმომწერები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და საქართველოს სწორედ ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ შესაძლებლობის დასაცავად დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია საქართველოს ყველა თაობა.

ამ დროისთვის, განცხადებას  134 ადამიანი აწერს ხელს. 

გთავაზობთ განცხადებას სრულად.

ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ არჩევანს, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში, ჩვენი ქვეყნის საბოლოო გათავისუფლებას რუსული დომინაციისაგან, მისი აღდგენის ნებისმიერი მცდელობისაგან.

გასული ორი საუკუნის განმავლობაში, ქართულ ლიტერატურაში, კულტურაში, მეცნიერებაში არ არსებულა იმაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მიზანი, ვიდრე საქართველოს ჩამოყალიბება თავისუფალ, ევროპულ საზოგადოებრივ კულტურაზე დაფუძნებულ, თანამედროვე სახელმწიფოდ. ამ მიზნისკენ თანმიმდევრულად მიდიოდნენ თაობები. თუკი რამე უშლიდა ხელს ამ მისწრაფებებს, ეს იყო სწორედ რუსული/საბჭოური დომინაცია და მისი ავადგასახსენებელი გავლენა საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაზე.

საქართველოს სწორედ ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“, გახდეს ევროპის ერთა ერთობის, ევროკავშირის წევრი, რომლის კარიც, სწორედ ახლა, ყველაზე ფართოდ იღება ჩვენი ქვეყნისთვის.

მოხარულნი ვართ, რომ ამ შესაძლებლობის დასაცავად დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია საქართველოს ყველა თაობა. მოხარულნი ვართ, რომ დავინახეთ ქართველი ახალგაზრდების ერთობა, გულწრფელი პატრიოტიზმი, ტრადიციის ერთგულება, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, საქართველოს და ევროპის ღირსეული მოქალაქეობის მზადყოფნა.

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის უფლება, გააუქმოს  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წინააღმდეგობრივი კანონი, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და დაიცვას თითოეული მოქალაქე, უზრუნველყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო მოახლოებულ არჩევნებში, დაიცვას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

(სია განახლებადია: https://www.change.org/p/georgia-in-eu)

 

  1. ბელა წიფურია, საქართველო
  2. ლევან ცაგარელი, საქართველო
  3. ათინათი მამაცაშვილი, საქართველო
  4. მარიეტა ჩიხლაძე, საქართველო
  5. რუსუდან გერსამია, საქართველო
  6. ირინე დარჩია, საქართველო
  7. ირინა ლობჟანიძე, ავსტრია
  8. დავით ბრაგვაძე, საქართველო
  9. ირმა ყარაულაშვილი, საქართველო
  10. გიორგი სანიკიძე, საქართველო
  11. ანინა გოგოხია, საქართველო
  12. თამარ ჭეიშვილი, საქართველო
  13. კახა კვაშილავა, საქართველო
  14. თინათინ მარგალიტაძე, საქართველო
  15. ეკა ავალიანი, საქართველო
  16. კახა გაბუნია, საქართველო
  17. თამარ კოშორიძე, საქართველო
  18. ხათუნა ხაბულიანი, საქართველო
  19. ლევან ჩაჩავა, საქართველო
  20. ქეთი ცინცაძე, საქართველო
  21. ცირა კილანავა, საქართველო
  22. ირინა ლორთქიფანიძე, საქართველო
  23. ქეთევან ხუსკივაძე, საქართველო
  24. თეონა გაგნიძე, საქართველო
  25. ჟუჟუნა გუმბარიძე, საქართველო
  26. ლიზი პაპასქუა, საქართველო
  27. ქრისტინე დარჩია, საქართველო
  28. მერაბ ღაღანიძე, საქართველო
  29. ქეთევან გრძელიძე, საქართველო
  30. გურამ ოთინაშვილი, საქართველო
  31. ნოდარ ბახტაძე, საქართველო
  32. სალომე ცისკარიშვილი, საქართველო
  33. თეონა ბექიშვილი, საქართველო
  34. ქეთევან გოჩიტაშვილი, საქართველო
  35. ბექა კობახიძე, საქართველო
  36. თამარ ცოფურაშვილი, საქართველო
  37. დათო აბაშიძე, გერმანია
  38. ქეთევან გიგაშვილი, საქართველო
  39. ეკა ჩიკვაიძე, საქართველო
  40. მანჩო ნიჟარაძე, საქართველო
  41. მარიამ მანჯგალაძე, საქართველო
  42. მაკა ერაძე, იტალია
  43. ლელა ხოფერია, საქართველო
  44. ანა ლეთოდიანი, საქართველო
  45. გვანცა ფოფხაძე, საქართველო
  46. მანანა რუსეიშვილი, საქართველო
  47. მარიამ ნასყიდაშვილი, საქართველო
  48. ირინა შანშიაშვილი, საქართველო
  49. ნუგეშა გაგნიძე, საქართველო
  50. ელენე ტატიშვილი, საქართველო
  51. თამარ მეტრეველი, საქართველო
  52. ინგა ჟღენტი, აშშ
  53. არჩილ წერედიანი, საქართველო
  54. გიორგი გოცირიძე, საქართველო
  55. იულია გორჯელაძე, საქართველო
  56. ანა ჩიქოვანი, საქართველო
  57. თამარ თარალაშვილი, საქართველო
  58. ლონდა მაჭარაშვილი, საქართველო
  59. თეონა დამენია, საქართველო
  60. მაია დამენია, საქართველო
  61. ნინო ცინცაძე, საქართველო
  62. სალომე პატარიძე, საქართველო
  63. ირმა დავითაძე, საქართველო
  64. მარიამ ღლონტი, საქართველო
  65. ნინო ნოზაძე, საქართველო
  66. გრიგოლ ჯოხაძე, საქართველო
  67. ანა კორძაია-სამადაშვილი, საქართველო
  68. გიორგი სინჯარაძე, საქართველო
  69. ნინო აფხაიძე, საქართველო
  70. თეონა მახარაშვილი, საქართველო
  71. მარი მარდალეიშვილი, საქართველო
  72. მაიკო დანელია, იტალია
  73. გიორგი უგულავა, იტალია
  74. კახა თავდგირიძე, საქართველო
  75. ლელა დუმბაძე, საქართველო
  76. ნანა კაპანაძე, საქართველო
  77. ირინე ჭოღოშვილი, საქართველო
  78. დავით ნოზაძე, საქართველო
  79. ქეთევან აბესაძე, საქართველო
  80. ლია დავითაძე, საქართველო
  81. ანასტასია მახარაძე, კანადა
  82. მაია გიორგაძე, საქართველო
  83. ბენო ულკამაიერი, გერმანია
  84. ნათია ფუტკარაძე. საქართველო
  85. გიორგი ასტამაძე, გერმანია
  86. თანარ ნოზაძე, საქართველო
  87. თამარ კალხიტაშვილი, საქართველო
  88. მაკა ლაშხია, საქართველო
  89. ნათია ნატროშვილი, საქართველო
  90. თამარ ჯაფარიძე, საქართველო
  91. თამარ ამაშუკელი, საქართველო
  92. ანა კოლხიდაშვილი, საქართველო
  93. მზია ჯამაგიძე, საქართველო
  94. ირინა ხაჭაპურიძე, საქართველო
  95. ლელა ალექსიძე, საქართველო
  96. თეა თალაკვაძე, საქართველო
  97. მარია რამიშვილი, საქართველო
  98. მარინე ბერიძე, საქართველო
  99. თინათინ დოლიძე, საქართველო
  100. ხათუნა ბესელია, შვეიცარია
  101. ნინო კაპანაძე, საქართველო
  102. მაკო ალექსაია, საქართველო
  103. სვეტლანა ბერიკაშვილი, დიდი ბრიტანეთი
  104. ირინე ქაქუსაძე, საქართველო
  105. მანანა ფხაკაძე, საქართველო
  106. თეონა ოსიყმაშვილი, საქართველო
  107. ჯიმშერ ჩხვიმიანი, საქართველო
  108. თამარ ცხადაძე, საქართველო
  109. ელენე ცაცუა, საქართველო
  110. სოფო გულაიშვილი, საქართველო
  111. ლილი მეტრეველი, საქართველო
  112. ლელა ჩოთალიშვილი, საქართველო
  113. ელენე ნავერიანი, შვეიცარია
  114. ანა კოპალიანი, საქართველო
  115. ლია გოგიტიძე, საქართველო
  116. ჟანა ინასარიძე, საქართველო
  117. მარი რანი, გერმანია
  118. ნინო ზუკაკიშვილი, გერმანია
  119. ნინო ჭიჭინაძე, საქართველო
  120. ანა ჭკუასელი, საქართველო
  121. ანა ჭკადუა, საქართველო
  122. ნინო პოპიაშვილი, საქართველო
  123. ნინო მატარაძე, საქართველო
  124. მაია დიასამიძე, აშშ
  125. მაკა ლაშხია, საქართველო
  126. გუბაზ ლეთოდიანი, საქართველო
  127. დაჩი ფაჩულია, საქართველო
  128. დავით ანდღულაძე, საქართველო
  129. სანდრო ცალუღელაშვილი, საქართველო
  130. მარიანა ფუტკარაძე, საქართველო
  131. ანა ხუხუა, საქართველო
  132. სიბილა გელაძე, საფრანგეთი
  133. მარიამ კუტუბიძე, საქართველო
  134. მალხაზ თორია, საქართველო

    პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...