გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ "აგენტების კანონის" მიღებას. გერმანელი პოლიტიკოსი წერს, რომ ეს არის სევდიანი დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის.
"მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, ვინც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებუსთვის. არ დაგავიწყდეთ, როცა ისინი დაბლა ეშვებიან, ჩვენ მაღლა მივდივართ. არ დანებდეთ. არჩევნები მალე იქნება" - წერს მიხეილ როთი.
საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი", რომლის წინააღმდეგაც მძლავრი სამოქალაქო პროტესტი თვეზე მეტია გრძელდება, საბოლოოდ 28 მაისს მიიღო. მის სასარგებლოს ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.