სასამართლომ ნატალია ყიფშიძე 500 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი ნატალია ყიფშიძე 500 ლარით დააჯარიმა.
ნატალია ყიფშიძე, სხვა აქტივისტების მსგავსად, სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის საქმეზე დაიბარეს.
მას გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდნენ. დღეს 500-500 ლარით დაჯარიმდნენ სხვა აქტივისტებიც, მათ შორის, ლუკა შველიძე, საბა ბირკაია, ბაჩო ძანძავა და ნიკა ხოსროშვილი.
„დღეს სასამართლო პროცესზე ჩემმა ადვოკატმა – თეონა კილაძემ წარადგინა არგუმენტები და ყოველ აბსურდულ კითხვაზე ღირსეული პასუხი გასცა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს სასამართლო პროცესი ჩვენი, ანუ სიმართლის გამარჯვებით დასრულდებოდა. მეტიც – ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს სასამართლო პროცესი არც იარსებებდა“, – დაწერა ნატალია ყიფშიძემ სოციალურ ქსელში და გააზიარა ვიდეო, რომელიც, მისი თქმით, შსს-მ მისი სამართალდარღვევის დასამტკიცებლად წარადგინა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.