გდდ-ის უფროსი: მე ახალგაზრდებს არ ვცემ, არაკაცებს ვცემ. სია გვაქვს
შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის [ე.წ. სპეცრაზმის] დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ის არა ახალგაზრდებს, არამედ არაკაცებს სცემს და აქვს შესაბამისი სიაც.
ტვ პირველის ჟურნალისტმა სპეცრაზმის უფროსს ჰკითხა: „აპირებს, თუ არა აქციაზე დღესაც ახალგაზრდების ცემას”.
„მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს, ახლა გაჩვენებ ცოტახანში…”, – უთხრა „ხარებამ“ ჟურნალისტს.
ჟურნალისტებმა ზვიად ხარაზიშვილს აქციებზე სპეცრაზმელების მხრიდან სასტიკად ნაცემი ენმ-ს ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი და აქტივისტი, დავით ქაცარავა შეახსენეს და ჰკითხეს, გრძნობს თუ არა, მომხდარზე პასუხისმგბელობას, რაზეც „ხარებამ“ თქვა, რომ „ყველა იცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. ხაბეიშვილს უარესი…”.
გარკვევით არ ისმის სიტყვა, რომელსაც ამის შემდეგ „ხარება“ ამბობს.
„ხარებას” ამ განცხადების შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ მიმართა ხელისუფლებას, გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება შეუჩერონ.
„მე ვცემ არაკაცებს – ეს სიტყვები ეკუთვნის დღეს აქ გარეთ მდგომ ზვიად ხარაზიშვილს, რომელიც თქვენი სპეცრაზმის სამსახურის უფროსია. იქნებ მოუწოდოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ შეუჩერონ ამ ადამიანს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ არ შეუჩერებთ, იმიტომ, რომ სწორედ მისი დაცვის ქვეშ გადიხართ თქვენ ყველა ამ შენობიდან ყოველი სხდომის დასრულების შემდეგ”, – თქვა კორძაიამ.
შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება“ დილიდან პარლამენტთან იმყოფება, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებული არიან სპეცრაზმელები. მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან 11:00 საათიდან მივიდნენ, აპროტესტებენ რუსულ კანონს, პარალელურად სესიისა, სადაც „ოცნება” რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.