Jump to content
Planeta.Ge

არ მესმის როგორ იბრუნებს კობახიძე რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ და აღიარებულ აფხაზეთსა და ოსეთს - ზატულინი


რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია კობახიძის განცხადებაზე, როცა მან თქვა: “ჩვენი ქართული ოცნებაა, ვიცხოვროთ გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში 2030 წლისთვის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად”.

„არ ვიცი, რა შთააგონებდა საქართველოს პრემიერს, გარდა პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილისა. როგორ დაიბრუნებს ის 2030 წლისთვის აფხაზეთსა და ოსეთს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, იმყოფებიან რუსეთის მფარველობის ქვეშ და აღიარებულები არიან, ნამდვილად არ მესმის.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს კიდევ ერთხელ გამოაცხადოს თავი პოლიტიკოსად, რომელიც არანაირად არ დაუთმობს ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებს” – განაცხადა ზატულინმა გამოცემა Gazeta.ru-სთან ინტერვიუში. 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...