Jump to content
Planeta.Ge

დავიწყეთ განხილვა, რა იქნებოდა პასუხი, თუკი კანონი ამოქმედდება, გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ - ბორელი


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, 27 მაისს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს, რითი შეიძლება, უპასუხონ საქართველოში რსრული კანონის ამოქმედებას. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოსაზრებები გავცვალეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან” დაკავშირებით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს საკითხი არცისე მნიშვნელოვანია, სხვები ფიქრობენ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. იქვე ახსენეს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვით, ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი.

ჩვენ დავიწყეთ იმის განხილვა, რა იქნებოდა შესაფერისი პასუხი, თუკი ეს კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ. წევრი სახელმწიფოები მზად არიან გადაწყვეტილებისთვის, როდესაც არ სრულდება ჩვენი ღირებულებები, საერთაშორისო სამართალი, არ სრულდება ევროპული გზა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, მსოფლიოში. ჩვენ ვიმსჯელეთ მომავალ არჩევნებზე.ქართველმა ხალხმა ხმა უნდა მისცენ თავიანთი ქვეყნის ტრაექტორიას. მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმ ბენეფიტებზე, რომელსაც სიამოვნებით იღებენ ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება არ მიგვიღია”,- განაცხადა ბორელმა [„რადიო თავისუფლების“ თარგმანი]

დღეს, 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. ასევე კომიტეტმა ხელახლა დაუჭირა მხარი რუსული კანონის პირვანდელ ვერსიას.

ვეტოს საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და უყრიან კენჭს. პლენარული სხდომები მიმდინარე კვირაში სამშაბათიდან გაიმართება.

თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევს, პროცედურის მიხედვით, კენჭი ხელახლა უნდა ეყაროს რუსულ კანონს და ის მიღებულად ჩაითვლება, თუ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...