Jump to content
Planeta.Ge

ოპოზიცური პარტიები „ქართულ ქარტიის" შესახებ პრეზიდენტის იდეას იწონებენ


ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას” მისაღებია.

სალომე ზურაბიშვილის იდეა ამ დროისთვის მოიწონეს „ახალის”, „ლელოს”, „ევროპული საქართველოს”, ენმ-ის, „რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებმა.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 მაისს, პოლიკუტირ პარტიებს „ქართული ქარტიის” ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და მას ჩაატარებს თავისუფალ გარემოში.

ახლა კი, მისი თქმით, საჭიროა ერთობა, ვინაიდან ის, რაც ოქტომბერში გველოდება, იქნება არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ – სახალხო რეფერენდუმი, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ირჩევს თუ არა ევროპას.

„ძალიან მნიშვნელოვანი ქარტიაა, ქვეყნისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი ვალდებულებია, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის აუცილებელი ვალდებულებია. ამიტომ, „ლელო“, რა თქმა უნდა, შეუერთდება ამ ქარტიას. მიგვაჩნია, რომ მისი შესრულება ქვეყანას ევროკავშირში აუცილებლად გააწევრიანებს“. – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„მნიშვნელოვანია ერთობა. ქალბატონი სალომე სწორად აღნიშნავს, რომ როცა რუსული რეჟიმი სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას, ერთიანობა არის აუცილებელი. რაც შეეხება ერთიანობის გზებს – პარტიებს შორის კოორდინაცია არის აუცილებელი”. – თქვა ენმ-ის წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

“ხელს მოვაწერთ. მე ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებად, მკაფიოდ არის ნათქვამი. შინაარსზე მნიშვნელოვანი არის პრინციპი, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ხდება გრავიტაციის ცენტრი, რომლის ირგვლივაც მთავარი მიზნისთვის ბრძოლა გაერთიანდება, ეს არის საქართველოს დასავლური მომავალი”. – თქვა „ახალის” ლიდერმა, ნიკა გვარამია.

„პრეზიდენტის სიტყვას, მის სულისკვეთებას, ყველა გზავნილს ვაფასებ ძალიან დადებითად. ეს არის ის გზავნილი, რაც ჩემი აზრით, სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, დემონსტრირება იმისა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ იმ ნაბიჯებზე შეჯერება, რომლებიც უნდა გადავდგათ, რომ უფსკრულის პირიდან, სანამდეც ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანა მიიყვანა, დავშორდეთ და ისევ სწორ გზაზე დავდგეთ. ჩემი პოზიციაა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ცალსახად უნდა შევუერთდეთ ამ გზავნილებს”. – თქვა „ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...