Jump to content
Planeta.Ge

თსუ-სთან კობახიძის ლექციის გამო შეკრებილ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც ირაკლი კობახიძე ლექციის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, აქციის მონაწილეებს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები უსწორდებიან.

„როგორც წინა შაბათს, კობახიძემ კვლავ მოაბილიზა თავისი ბანდა და როდესაც მივუახლოვდით კობახიძეს, რომ გაგვეგონებინა პროტესტის ხმა, მოგვიახლოვდნენ გინებით და ფიზიკური შეურაცხყოფით“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „მთავარ არხთან“.

თსუ-ს მეორე კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლექციას კითხულობს, დღეს დილიდან იყვნენ ახალგაზრდები შეკრებილები. როგორც თსუ-ს მეორე კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები აცხადებდნენ, ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტში ცენტრალური შესასვლელიდან არ შესულა და ის ლექციაზე „შეაპარეს“.

ამასთან, თსუ-ს სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივესრიტეტის დაცვა მათ შენობაში არ უშვებს. მათივე განცხადებით, კობახიძის ლექციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან შესულები.

ლექციის დასრულების შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტი, დაცვისა და პოლიციის თანხლებით, შეძახილების ფონზე დატოვა. მას აქციის მონაწილეები „მონას“ და „პუტინის შნირს“ ეძახდნენ.

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...