Jump to content
Planeta.Ge

ფინანსთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს


ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გელაშვილმა LinkedIn-ზე დაწერა.

„საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს.

შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.

კოლეგებს და პარტნიორებს - განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე - მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!“- წერს მირზა გელაშვილი სოციალურ პლატფორმაზე.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...