ვენეციის კომისია განმარტავს, რით განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნის ე.წ. აგენტების კანონმდებლობა
ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერონიკა ბილკოვა განმარტავს, რა განსხვავებაა „უცხოური აგენტების“ ორი ტიპის კანონმდებლობას შორის და რატომ განეკუთვნება ქართული კანონი რუსულ ჯგუფს.
ბილკოვამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოზე დებატები გაიმართა.
ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის ორი ტიპი, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთში ერევათ.
„ერთი მიემართება სუბიექტებს, რომლებიც უცხოური აქტორის (ძალის) მითითებით ან კონტროლით მოქმედებენ. ეს იგივეა, რაც ლობიზმის კანონმდებლობა. ამერიკული Fara არის ასეთი კანონის მაგალითი. მეორე მხრივ, არის კანონები, რომლებიც მიემართება სუბიექტებს უბრალოდ იმის გამო, რომ ეს სუბიექტი იღებს დაფინანსების ნაწილს საზღვარგარეთიდან. ასეთი კანონები ამოქმედა მაგალითად რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში და კრიტიკულად იქნა შეფასებული ვენეციის კომისიისა და სხვადასხვა ევროპული სასამართლოების მიერ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩათვლით. ქართული კანონი ამ მეორე ტიპს განეკუთვნება“, — განაცხადა ბილკოვამ.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას ახდებს და შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან.
„ეს კანონი უნდა გაუქმდეს ან არ უნდა იქნას მიღებული ვეტოს შემდეგ“, — განაცხადა ბილკოვამ.
თუ საქართველოს აქვს მონაცემები, რომ მართლაც არიან სუბიექტები, რომლებიც უცხოური ძალის დირექტივით მოქმედებენ და ლობიზმის ქართული კანონმდებლობა არ არის სრულყოფილი, ბილკოვას თქმით, ვენეციის კომისიას შეუძლია, საქართველოს კანონმდებლობის დახვეწაში დაეხმაროს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.