Jump to content
Planeta.Ge

ო'ბრაიენი: თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ


„თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ,” – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა. ინფორმაციას X-ზე ჟურნალისტი ალექს რაფოღლუ ავრცელებს.

ო’ბრაიენის  თქმით, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები, „კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სტიგმატიზაციას სწორედ იმ ჯგუფების, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მოემზადოს მისი ევროპული და ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისთვის, ასევე ძალადობა მოქალაქეებზე, პარტნიორებს უჩენს კითხვას – „დაინტერესებულია თუ არა დღევანდელი ხელმძღვანელობა წინსვლისკენ”.

„გასაგებია, რა სურს ქართველ ხალხს… ასევე გასაგებია, როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა […].

თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი რამეებით, მაგალითად, სადაც თქვენი შვილები სკოლაში დადიან, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ,” – ამბობს ო’ბრაიენი.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჟურნალისტთან აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს და ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში, თუმცა საქართველოს ნაბიჯები საპირისპიროა, შესაბამისად, მათი პოლიტიკა „ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ იცვლება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს და ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. ეს იყო ჩემი გასულ კვირას ვიზიტის მთავარი გზავნილი. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს კანონი, რიტორიკა, რომელიც მას ახლავს და დემონსტრანტების მიმართ ძალადობა არ შეესაბამება წინსვლის არჩევანს.

მე მქონდა ძალიან დეტალური საუბრები მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იმ კონკრეტულ გზებზე, რომლითაც შემოთავაზებული კანონი, ვფიქრობთ, შეუთავსებელია იმ გზასთან, რომელიც საქართველომ თავის თავს დაუსახა და ვენეციის კომისია, მაშასადამე, ევროპის ორგანო, რომელიც კომენტარს აკეთებს ამ კანონებზე, ამ კვირაში გამოვიდა ძალიან მტკიცე მოსაზრებით, იგივე აზრის გამოთქმით. ეს საკითხი ეხება იმას, უნდა თუ არა საქართველოს მთავრობის ლიდერებს შეცვალონ პოლიტიკა, ისე როგორც ეს საჭიროა ევროპულ და ატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის და არა იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა შეიცვლება,“ – ამბობს ო’ბრაიენი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს იძულება, ო’ბრაიენი ამბობს, რომ არ არის. მას მაგალითად ფეხბურთის მატჩში მონაწილეობის სურვილი მოჰყავს.

„თუ ამბობ, რომ გინდა ფეხბურთის მატჩში მონაწილეობა, ამის თქმა არ შეგიძლია, რომ ჩვენი გუნდი ითამაშებს 15 კაცით, შენ ითამაშებ შვიდით, ან ჩვენ ვითამაშებთ დამატებითი ბურთით. თქვენ თამაშობთ იმ კლუბის წესებით, რომელშიც ცდილობთ გაწევრიანდეთ

საქმე ის არის, რომ განხორციელებული ქმედებები შეუთავსებელია როგორც გაწევრიანებასთან, ისე რეალურად გაწევრიანებასთან. და ჩვენ გვსურდა, გვქონოდა ტექნიკური რუტინული საუბრები, რადგან წამოჭრილია ის საკითხები, რომელთა წინაშეც დგას ყველა ქვეყანა“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.


ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში 14 მაისს იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა მთავრობის წევრებთან, პრეზიდენტთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...