შსს: რუსთავში ორი ქალი მოკლეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. „პუბლიკის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.