ევროკავშირი მზადაა, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები ივნისში დაიწყოს |POLITICO
POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირი მზადაა, ივნისში დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან, ევროკავშირში მისი გაწევრების შესახებ.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა დაბეჯითებით მოითხოვს, 25 ივნისიდან დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკება. უკრაინელი და ევროპელი დიპლომატები აქტიურად მუშაობენ „კულისებში“ და ცდილობენ უნგრეთის დარწმუნებას.
POLITICO-ს ცნობით, უკრაინა და მისი მხარდამჭერები ევროკავშირში ითხოვენ კიევსა და ბრიუსელს შორის მთავრობათაშორისი კონფერენციის ჩატარებას მანამ, სანამ პირველ ივლისს უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის საბჭოს როტაციულ თავმჯდომარეობას.
გამოცემის ცნობით, უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირში ყველაზე დიდ დაბრკოლებას ქმნიდა. უნგრეთი რამდენჯერმე დაემუქრა ევროკავშირის მიერ უკრაინის დაფინანსების შესახებ, ასევე გაწევრების მოლაპარაკებების და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებების გაუქმებით.
POLITICO-ს ინფორმაციით, მანამ სანამ ბუდაპეშტი მოლაპარაკებების ჩარჩოზე დათანხმდება, სურს უკრაინაში მცხოვრები უნგრელი უმცირესობების სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესების გარანტიებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.