თუ „ქართული ოცნება“ კანონს დაამტკიცებს მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, ესტონეთმა ხმა მისცეს გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნას| ესტონეთის ელჩი საქართველოში
საქართველოში ესტონეთის ელჩის, რინა კალიურანდის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს მიიღებს, ესტონეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნაზე მხარს არ დაუჭერს.
„ტვ პირველთან“ საუბრისას ესტონეთის ელჩმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის დამტკიცემის მიზეზი არ აქვს.
„თუ „ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და კანონს დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, რომ ესტონეთმა საქართველოს ხმა მისცეს, რათა ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას.
მთავრობამ ძალიან მკაფიო მესიჯი მიიღო, რომ ამას მოჰყვებოდა შედეგები. ეს საქართველოს დააყოვნებს, როცა საქმე მიდგება ევროკავშირში ინტეგრაციას. მიზეზი ამ კანონის დასამტკიცებლად არ აქვთ. როგორც უნდა იყვნენ დასავლელი პარტნიორები საფრთხე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ხმა, ეს არის ძალიან ძლიერი ხმა, რომელიც ყველაფერს ბალანსებს,” – განაცხადა ესტონეთის ელჩმა.
ამასთან, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რუსულ კანონს ამჟამინდელი ფორმით მიიღებს, გერმანია, ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებისას, არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.