საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
„საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს,“ — განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიმონას შატუნასმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) სხდომის დაწყებამდე.
„ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის სწორი დროა. და ივნისში უნდა გვქონდეს სამთავრობოთაშორისი კონფერენციები უკრაინასა და მოლდოვასთან. რაც შეეხება საქართველოს. ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ საქართველოს საკითხი. საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს. მათი უცხოელი აგენტების კანონი ევროპული პრინციპებისა და ფასეულობების საწინააღმდეგოა,“ — განაცხადა შატუნასმა.
ლიეტუვის პოზიციაა, ევროპულმა საბჭომ უნდა განიხილოს საქართველოში განვითარებული მოვლენები და მათი შედეგები საქართველოს ევროპულ გზაზე.
საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.