Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    313.072

გახეული პალტო თუ პოლიტიკა


lasha_alo

1.101 views

blog-0978935001639811042.jpg

სკოლას რომ ვამთავრებდი, ოთახში ჩავიკეტე და 24 საათიან რეჟიმში ვმეცადინეობდი.... მეგობრები, ალკოჰოლი ყველაფერი გამოვრიცხე... საკუთარი სურვილით თსუს ისტორიული ფაკულტეტი ავირჩიე.

რეპეტიტორი არ მყოლია, მინდოდა თვითონ მესწავლა ... წარმოუდგენლად დიდია წარსულის კვლევის აზარტი.

ყოველდღიურად ინტერესი იზრდებოდა, მეგონა საკუთარი თავი ვიპოვე, მაგრამ კარგად მახსოვს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთი ვიზიტი....

 

წინ ხანდაზმული კაცი იყო... დახეული პალტო, დაცრეცილი ტანსაცმელი და დათრგუნული გამომეტყველება....

ეს პროფესორი გახლდათ,, ვინც მანამდე წარმატებულ ადამიანად წარმოვსახე, მისი მონოგრაფიები უკვე წაკითხული მქონდა და საკუთარ არჩევანზე პირველად დავფიქრდი .ნუთუ ისტორიკოსობა ასე გაგრძელდება? არ მინდა! მიყვარს წარსულის კვლევა, მაგრამ მინდა დინამიური ცხოვრება.

ოჯახში სასტიკად არ მიიღეს ჩემი სურვილი მეორე წლამდე მოგვეცადა და უკეთესად გავრკვეულიყავი რა მინდოდა. ეგრევე უნდოდათ სტუდენტი შვილი და მათი მესმის, თუმცა ემოცია ან შიში არ მალაპარაკებდა. საბუთები თსუში ვერ შევიტანე. გადავწყვიტე "პუშკინი" (დღევანდელი ილიაუნი)

გამოცდებს რომ ვაბარებდი, ვფიქრობდი ჩავჭრილიყავი. ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ პროფესიის არჩევანზე დავფიქრდი. რა მელოდა? გაცვეთილ პალტოთი ჯდომა ? აზარტი ოხერია, გამოცდები წარმატებით ჩავაბარე. ყველა მილოცავდა, ბედნიერ მომავალს მისურვებდა. პირველი კურსი ფრიადზე დავხურე. მერე კი.... იყო ერთი ბიჭი, შემომთავაზა n პარტიაში გაწევრიანება. ღმერთმანი, კარიერაზე მეტად საქმის კეთების სურვილმა მომხიბლა, მეგონა წინ მეტი პერსპექტივა იყო და იმ დღეს დასრულდა ჩემი ისტორიკოსობა....

3 წელი იმ პარტიაში ვიტრიალე, ერთ ადგილს ვტკეპნიდი.ეს ცალკე ისტორიაა... .... ერთ დღესაც წამოვედი...ინსტიტუტი განზე დარჩა, პარტიაც დაიშალა.... ის კაცი ფბში დავბლოკე, ვინც იქ მიმიყვანა. მარტივი მიზეზია.... პოლიტიკამ გაგვყო და უკადრებელი მაკადრა.... პარტიაში ყოფნას სადღაც ვნანობ, რადგან პოლიტიკამ გამაბრუა, მაგრამ დღემდე ყველაზე დიდი სინანული უკვე დავიწყებული პროფესიის მიმართ მაქვს.... რატომ შემიპყრო ანგარებამ და იმ დაგლეჯილი პალტოიანი ტიპის ფონზე მეცნიერება ფეხებზე დავიკიდე? შესაძლოა სხვა პროფესიის გზით წავსულიყავი, მაგრამ უმთავრესი ჩვენს ცხოვრებაში პროფესიონალიზმია. დიახ, დიახ პროფესიონალიზმი....არ გამიგოთ თავს ვითრგუნავ.პირიქით, სიახლეები 44წლის ასაკშიც მისაღებია და წარსული.მხოლოდ აჩრდილად რჩება, მაგრამ ახალგაზრდებო, პოლიტიკა მხოლოდ განათლების მიღების შემდეგაა საინტერესო. ყველაზე დიდი პოლიტიკა საკუთარ მომავალზე ზრუნვაა. ამაზე დიდი მიზანი არ არსებობს. პოლიტიკასაც ესაჭიროება ახალი სისხლი, მხოლოდ გამოცდილი ადამიანების სახით...მანამდე კი ნუ შეგაშინებთ დახეული პალტო...ის შენი მომავალი არაა...შენ შეგიძლია მეტი 1f609.png ის პალტო შეცდომების შედეგია. შენ კი ხვალინდელი დღე გელოდება, რომლის არქიტექტორიც თვითონ უნდა იყო....

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...