Jump to content
Planeta.Ge

POLITICO: აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, თუ ანტიდემოკრატიული ნარატივი შეიცვლება


POLITICO-ს ცნობით, შეერთებულ შტატებში განიხილება „Megobari” აქტის მიღება, რომელიც მთავრობის მიერ მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმისა და ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლის შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს.

გამოცემამ მოიპოვა კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი, რომელშიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზეა საუბარი.

Politico-ს ცნობით, კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელსაც „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, კონგრესს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება.

ასევე, ამერიკულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.

ასევე, კანონპროექტი ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას ავალდებულებს, მათ შორის „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური და ოპერაციების დამხმარე ელემენტებისთვის იდეალურია“.

თუმცა, პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი აჩვენა, რასაც როგორც მინიმუმ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო მოწმობს“.


POLITICO-მ მანამდე მოიპოვა აშშ-ის კონგრესში წარსადგენი კანონპროექტი, რომელიც რუსულ კანონთან დაკავშირებით შესაძლო სანქციებს ითვალისწინებს. მედია წერს, რომ ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში „რუსული სტილის უცხოური აგენტების” კანონზე, შესაძლოა, გაუყინონ აქტივები და დაუწესონ სამოგზაურო შეზღუდვები.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...