Jump to content
Planeta.Ge

„გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა ჯგუფმა და დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ადამიანთა უფლებების კომიტეტს მიმართეს, პირველივე საკომიტეტო მოსმენაზე მოიწვიონ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი


„გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა ჯგუფმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ადამიანთა უფლებების კომიტეტს მიმართეს, რომ პირველივე საკომიტეტო მოსმენაზე მოიწვიონ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი.

როგორც „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განმარტა, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა აიღოს საჯარო პასუხისმგებლობა საზოგადოების და პარლამენტის წინაშე იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით არა “ფეისბუქ” პოსტებით განაახლოს ინფორმაცია, არამედ კონკრეტული პასუხისმგებლობის ფარგლებში მოახსენოს საზოგადოებას რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ამ საქმეების გამოძიების და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დასაყენებლად.

„ფაქტობრივად, არცერთ საქმეზე, რომელიც თვე-ნახევრის განმავლობაში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას, ქვეყანაში მოწყობილ მასობრივ ტერორს, რომელიც გამოხატულია იმით, რომ ურეკავენ ადამიანებს და მცირეწლოვან ბავშვებს, აშინებენ მათ, გამოძიება არ დაწყებულა და არ დაყენებულა კონკრეტული სამართლებრივი შედეგები. ეს პირველ რიგში ეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც ჩვენ დღეს შესაბამის, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე წერილობითი მიმართვით ვიბარებთ პირველივე საკომიტეტო მოსმენაზე იმისთვის, რომ აიღოს საჯარო პასუხისმგებლობა საზოგადოების და პარლამენტის წინაშე იმისთვის, რომ მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით არა “ფეისბუქ” პოსტებით განაახლოს ინფორმაცია, არამედ კონკრეტული პასუხისმგებლობის ფარგლებში მოახსენოს საზოგადოებას რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ამ საქმეების გამოძიების და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დასაყენებლად.

ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა თეონა აქუბარდიასთან ერთად მივმართეთ ადამიანთა უფლებების კომიტეტს იმისთვის, რომ მოვიყვანოთ და საჯარო პასუხისმგებლობა ავაღებინოთ ამ სამსახურის ხელმძღვანელს“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...