Jump to content
Planeta.Ge

EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი 390 ევრო იქნება - როდის იქნება შესაძლებელი ბილეთის შეძენა


პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე განცხადებით, ევროპის მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ფრენებზე სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ბილეთები კვირის ბოლომდე შესაბამის პლატფორმაზე განთავსდება.

ერთი ფრენის ფასი სუბსიდირების ფარგლებში 195 ევრო, ხოლო ორი ფრენის ფასი 390 ევრო იქნება. კობახიძის თქმით, ბილეთების შეძენას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც მატჩის ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ.

„ჩვენ ვსაუბრობდით ავია ბილეთების სუბსიდირებაზე, რაც უკავშირდება გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებს. 18-26 ივლისს გაიმართება მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი გუყლშემატკიუვგარი დაესწროს მატჩებს და მნიშვნელოვანია მგზავრობის გამარტივება და გაიაფება.

 

მივიღეთ ზომები და ხდება ჩარტერული რეისების სუბსიდირება და ვახდენთ რეგულარული ფრენების სუბსიდირებას, მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები. გერმანიაში მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3000 გულშემატკივარს, დაახლოებით 2500 მაყურებლისთვის იქნება შესაძლებელი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1000 გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთი გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, ორი გზის 390 ევრო.

გულშემატკივარს ექნება საშუალება, რომ თვითონ ააწყოს მოგზაურობის განრიგი. მას შეუძლია დაესწროს 1-2 ან 3 მატჩს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბილეთების შეძენა, ის მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვს მატჩის ბილეთები. ბილეთების შეძენისას მატჩის ბილეთი უნდა წარადგინონ. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტან კვირის ბოლომდე. შესაბამის პლატფორმაზე, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 
meri-tabataze-1707121688.jpg
ავტორი:
მერი ტაბატაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...